Saturday, May 2, 2009

“გადაუხადე სხვას”



• მოგწონთ თუ არა ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო სამყაროში ხდება?
• გეშინიათ თუ არა ცვლილებების?
• რას შეცვლიდით?
• როგორ ფიქრობთ, თუ შესძლებდით ამ ცვლილებების განხორციელებას, სამყარო უკეთესი გახდებოდა?
• რას იგრძნობდით ამ შემთხვევაში?
• როგორ ფიქრობთ ,ხართ თუ არა პასუხისმგებელი ვინმეს წინაშე?
• რას ნიშნავს გამოთქმა “მადლი ქენი, ქვაზე დასდე, გაიარე წინ დაგხვდება”?

აქტივობა

ბავშვები ნახავენ ფილმს “გადაუხადე სხვას” ( “Pay it forward” ქევინ სპეისის მონაწილეობით) . განიხილავენ ფილმის მთავარი გმირის-ტრევორის საქციელს, უპასუხებენ კითხვებზე:
• შესძლო თუ არა ტრევორმა თავისი 3 კეთილი საქმის განხორციელება?
• ითხოვდა თუ არა ტრევორი რაიმეს თავისი კეთილი საქმის სამაგიეროდ?
• ეთანხმები თუ არა იმ აზრს რომ, პატივისცემა არის მოეპყრო ადამიანებს კეთილად?
• დაიმსახურა თუ არა ტრევორმა პატივისცემა?
• რაში გამოიხატებოდა ტრევორის პატივისცემა?
• როგორ ფიქრობთ შეცვალა თუ არა ადამიანები ოდნავ მაინც, ტრევორის საქციელმა?
• გაგიჩნდათ თუ არა თქვენც სურვილი გააკეთოთ რაიმე კეთილი საქმე ჩვენი სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად?




ახლა ჩამოვწეროთ ის 3 კეთილი საქმე, რასაც თქვენ გააკეთებთ, და რომელიც გამოიწვევს ვინმეს ცხოვრებაში უკეთესს ცვლილებებს: უფრო მეტად ეყვარებათ ერთმანეთი, უფრო მიმტევებლები გახდებიან, უფრო გულისხმიერები იქნებიან ერთმანეთის მიმართ . . . შევეცადოთ მივადევნოთ თვალი გამოიწვევს თუ არა ჩვენი კეთილი საქმე , ასევე კეთილი საქმის გაკეთების სურვილს სხვა ადამიანებში და შევადგინოთ სქემა . ჩაუყაროთ საფუძველი მოძრაობას “გადაუხადე სხვას”!
შევთანხმდეთ, რომ ყოველი თვის ბოლოს შევხვდებით ერთმანეთს და მოუყვებით ჩვენი ჩანაფიქრის მიმდინარეობისა და განხორციელების შესახებ .

Friday, May 1, 2009

"პატარა პრინცი"

"შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. . ."

ბავშვებს ვთავაზობთ წინასწარ წაიკითხონ ანტუან დე სენტ - ეკზიუპერის “პატარა პრინცი". შემდეგ განიხილეთ ეს მოთხრობა.

კითხვები დისკუსიისათვის:



• რატომ უყვარდა პატარა პრინცს თავისი ვარდი?
• რით განსხვავადებოდა ეს ვარდი სხვა ვარდებისგან?
• როგორ აუხსნა მელამ პრინცს-რა არის მეგობრობა?
• რა პასუხისმგებლობა ჰქონდა პატარა პრინცს?



• რას ნიშნავს სიტყვები “შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. . .”
• რა არის პასუხისმგებლობა?
• რას ნიშნავს პასუხისმგებლობა?
• რა არის შენი პასუხისმგებლობა კლასში?
• რა არის შენი პასუხისმგებლობა სახლში?

აქტივობა:

სთხოვეთ ბავშვებს რომ დახატონ ის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ისინი ასრულებენ კლასში და სახლში.